არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციური პარტიები ცდილობენ და ახერხებენ კიდეც პრეზიდენტის გამოყენებას

“საპარლამენტო მოდელზე გადასვლისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ახალი კონსტიტუციითაა გათვალისწინებული” – ამის შესახებ ჟურნლისტებს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკუთარ მანდატზე ფიქრობს. მისივე თქმით, პრეზიდენტის მანდატი სინამდვილეში არის ნეიტრალური არბიტრის მანდატი.
“ვფიქრობ, პრეზიდენტი ფიქრობს საკუთარ მანდატზე, რომელიც სინამდვილეში  ნეიტრალური არბიტრის მანდატია, წარმომადგენლობითი და ზეპარტიული, მაგრამ მეორე მხრივ, პრეზიდენტი ხედავს, რომ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მას აწუხებს, რომ გადადგას უფრო მკვეთრი ნაბიჯები. პრეზიდენტი თვითრეალიზაციას  ახდენს, სწორედ იმ ნაბიჯებით, რასაც ის კონსტიტუციასთან მიმართებაში დგამს. ამაზე პარლამენტის თავმჯდომარეც საუბრობდა, რომ საპარლამენტო მოდელებისთვის და ამ მოდელზე სრულად გადასვლის შემდეგ, ქვეყანას უმჯობესია ისეთი პრინციპით არჩეული პრეზიდენტი ჰყავდეს, როგორიც  ახალ კონსტიტუციაშია გათვალისწინებულია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტი ცდილობს გამოიყენოს ოპოზიციური პარტიები, ისევე, როგორც ოპოზიციური პარტიები ცდილობენ გამოიყენონ პრეზიდენტი.
“აშკარაა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცდილობს გამოიყენოს ოპოზიციური პარტიები და ისიც ნათელია, რომ ოპოზიციური პარტიებიც ცდილობენ და ახერხებენ კიდეც გამოიყენონ პრეზიდენტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები