სალომე ზურაბიშვილი კრიტიკულად განწყობილ არასამთავრობოებს დემოკრატიული ქვეყნების მაგალითზე მიუთითებს

​დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებების მიმართ არასამთავრობო სექტორის კრიტიკულ განწყობას ნაკლებად გასაგებს უწოდებს და მათ წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების მაგალითზე მიუთითებს.
“გასაგებია, რომ არასამთავრობო სექტორი კრიტიკულად არის განწყობილი კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიმართ, რადგან მუდამ უკეთესისთვის უნდა იბრძოდნენ, მაგრამ ნაკლებად გასაგებია, როცა მათ შეფასებებში არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი შეტანილ პოზიტიურ ცვლილებებზე ადამიანის უფლებების, სოციალურ უფლებების კუთხით… ყველაფერი ის, რაც მათ მთავარ სამიზნეს უნდა წარმოადგენდეს! ამის ნაცვლად, მათი კრიტიკა მიმართულია მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილზე, კერძოდ, საარჩევნო წესზე, ანუ საკითხი, რომელიც არასამთავრობო სექტორის მთავარი საზრუნავი არ უნდა იყოს. მით უმეტეს, როცა აქცენტი მთლიანად გადატანილია მხოლოდ პროპორციული სიით თუ მაჟორიტარული წესით არჩევანზე. არსად, არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ დადგენილა, რომ  პროპორციული წესი უფრო დემოკრატიული ყოფილიყო, ვიდრე მაჟორიტარული! პირიქით, სამი წამყვანი დემოკრატიული ქვეყანა – დიდ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი – მხოლოდ მაჟორიტარულ წესით ირჩევს საკუთარი პარლამენტის დეპუტატებს და ეს არავის მიუჩნევია დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. ნათელია, რომ არასამთავრობო სექტორის ეს პოლიტიკური აქტიურობა მათი პოლიტიზირების და მიკერძოებულობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ეს სამწუხაროა ქვეყანაში, სადაც საზოგადოებას სჭირდება მეტი ჩართულობა, მეტი სოციალური პასუხისმგებლობის და შეგნების გაზრდა, მეტი ზრუნვა ადამიანის უფლებებზე,  კერძოდ , მარტოხელა დედების, შშმ პირების ან უცხოეთში მყოფი ემიგრანტების დაცვა. ამაზე იბრძვიან დემოკრატიულ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციები! ჩვენთან კი ეს თემები ნაკლებად აინტერესებთ და აინტერესებთ მხოლოდ პროპორციული სია, რომელიც ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ პოლიტიკურ ამბიციებს ემსახურება. ნიშანდობლივია ისიც, რომ არცერთ არასამთავრობოს, ვინც ესწრებოდა საკონსტიტუციო კომისიას ან გარედან ადევნებდა თვალს მის მუშაობას, ემიგრანტების მოქალაქეობის საკითხისთვის მხარი არ დაუჭერია!“ – აცხადებს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები