ადვოკატი:  მამა გიორგი მოხარულია, რომ მეუფე იაკობის უსამართლო სასჯელზე რეაგირება მოხდა   ეპარქიის მხრიდან 

“მამა გიორგი  მოხარულია, რომ მეუფე იაკობის უსამართლო სასჯელზე რეაგირება მოხდა მისი ეპარქიის მხრიდან”, – ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მია ზოიძემ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით,  დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოსა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისგან განმარტებებს ითხოვს.
ადვოკატის განმარტებით, დეკანოზი უახლოეს პერიოდში როგორც საპატრიარქოს, ასევე ეპარქიას წერილობით მიმართავს და მოითხოვს განმარტებებს მისთვის სასჯელის დადებებთან დაკავშირებით.
“მამა გიორგი ითხოვს განმარტებებს საპატრიარქოდან, საიდან გამომდინარეობდა პირველ რიგში მეუფე იაკობის მიერ სასჯელის დადება. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისგან კი აინტერესებს, რატომ დაედო ორი სასჯელი, ვინაიდან როგორც მამაომ მითხრა კანონიკური სამართლით არ შეიძლება სასულიერო პირს ორი სასჯელი დააკისროს, მამა გიორგის კი შეუჩერდა მღვდელმსახურება და ასევე უარი ეთქვა ზიარების უფლებაზე”, – განაცხადა მია ზოიძემ და აქვე დასძინა, რომ დეკანოზს მხოლოდ მღვდელმსახურება შეუჩერდა სასამართლო განხილვების დასრულებამდე და დეკანოზის სტატუსი არ ჩამორთმევია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები