გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ ავღანეთის ფინანსთა მინისტრს, იქლილ ჰაკიმის შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობას და მის სატრანზიტო პოტენციალს.
ავღანეთის ფინანსთა მინისტრის მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მიმართ და აღინიშნა წარმატებით განხორციელებული რეფორმების კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები