ადვოკატი: მეუფე იაკობს საპატრიარქოში მოუწევს მსჯელობა, რამდენად კანონიერი იყო მისი გადაწყვეტილება

„მეუფე იაკობს საპატრიარქოში მოუწევს მსჯელობა, რამდენად კანონიერი იყო მისი გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ამასთანავე, ადვოკატი დასძენს, რომ მამა გიორგიმ პირდაპირ მიუთითა საეკლესიო სამართლის გარკვეულ მუხლებზე, რომელიც მეუფე იაკობმა, საკუთარი ქმედებით დაარღვია.
“მისთვის მიუღებელია და პირდაპირ მიუთითა საეკლესიო სამართლის გარკვეულ მუხლებზე, რომელიც მეუფე იაკობმა არსებითად დაარღვია თავისი მოქმედებით, როდესაც მას ზიარება აუკრძალა. ამის თაობაზე, ალბათ, საპატრიარქოში მოუწევთ მსჯელობა, რამდენად კანონიერი იყო მეუფე იაკობის გადაწყვეტილება”, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, იარსებებს მექანიზმები, რომ მეუფე იაკობს დარღვევებზე პასუხი მოეთხოვოს. რაც შეეხება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებას, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სამღვდელო ხარისხისა და ზიარების უფლების შეჩერების თაობაზე, ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა.
“მან ძალიან მშვიდად და ნათლად თქვა – ისედაც, ფორმალურად, მე მაინც შეჩერებული მაქვს მღვდლობა, რადგან პატიმარი ვარო და ოფიციალურად სამღვდელო ხარისხის შეჩერება მისთვის წარმოუდგენელი რამ არ ყოფილა”, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები