იანოშ ჰერმანი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ვიმედოვნებთ, რომ კონსენსუსის მისაღწევად, დამატებითი ძალისხმევა იქნება გამოყენებული

საკონსტიტუციო რეფორმებს ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ განვითარებულ პროცესებს თვალს ადევნებს. ჰერმანი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსენსუსის მისაღწევად, მეტი ძალისხმევა იქნება გამოყენებული.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან მუშაობა მიმდინარეობს პარლამენტში. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ პროცესს. ამ ეტაპზე, გვაქვს სამუშაო ვარიანტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. მოვისმინე სხვადასხვა განცხადება, რომელთა თანახმადაც, ის წარდგენილი იყო იმ ფორმით, რომ მასში არ იყო ასახული ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება. ჩვენ ასევე, ვადევნებთ თვალყურს მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების რეაქციებს. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ დაკვირვებას და ვიმედოვნებთ, რომ კონსენსუსის მისაღწევად, დამატებითი ძალისხმევა იქნება გამოყენებული“,- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 115 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში აღნიშნულია, რომ პროექტის მომზადების მიზანი მოქმედი კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში მოყვანაა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. პარლამენტი ცვლილებებს მესამე მოსმენით ოქტომბერში დაამტკიცებს, ახალი რეგულაციები ძალაში საქართველოს მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები