„ჩვენ მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ცვლილებები ღირსეულად გაუძლებს თაობების გამოცდას“

“მწამს, რომ ჩვენ მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ცვლილებები ღირსეულად გაუძლებს ათწლეულებისა და თაობების გამოცდას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ზოიძემ „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებების შესრულების საკითხზე ისაუბრა და საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.
„წინა კვირას მართლაც განსაკუთრებული შეგრძნება მქონდა, როდესაც ხელი მივაჭირე მწვანე ღილაკს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებისას და ეს შეგრძნება დღესაც არ გამქრალა იმ პირობებში, როდესაც წამოვიდა დაუსაბუთებელი ბრალდებების და ხშირ შემთხვევაში ცილისწამების ნიაღვარი ჩვენი ოპონენტებისგან. მწამს, რომ ჩვენ მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქმნის საქართველოს ახალ საკანონმდებლო ჩარჩოს, ღირსეულად გაუძლებს ათწლეულებისა და თაობების გამოცდას და დიდ როლს შეასრულებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და დემოკრატიულ განვითარებაში“, – განაცხადა ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები