გოგა ხაინდრავა: საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიული პროცესების მანიშნებელია. მისი მოსაზრებით, ქვეყანაში წინა ხელისუფლების ინტერესებზე მორგებული კონსტიტუცია არსებობდა და „ქართულ ოცნებას“ ამ მხრივ, ცვლილებების განხორციელების ვალდებულება ჰქონდა.
ხაინდრავას მოსაზრებით, საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან არცერთ პრეზიდენტს ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია. იგი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილი საკუთარი პოზიციისთვის შეუფერებელია და იგი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
„გიორგი მარგველაშვილი ჯერ თავის თავს ებრძვის, რადგან აქამდე ვერ გაერკვა იმაში, თუ ვინ არის, რა მოვალეობა უნდა შეასრულოს და რა პოზიცია უჭირავს საერთოდ ქვეყანაში. მისმა მეუღლემ, აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრისას, საქვეყნოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ალიევის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. პრეზიდენტს ამაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ამის შემდეგ, სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა ჰქონდეს მას პრეზიდენტის სტატუსი. ის ასრულებს გიგა ბოკერიას და მისი თანამოაზრეების დავალებებს, რომ ოპოზიციური განწყობა გააძლიეროს ქვეყანაში. თავად აკრიტიკებდა პრეზიდენტის სასახლეს და მას გარყვნილების ბუდეს უწოდებდა, მაგრამ დასახლდა ამ სასახლეში და გააგრძელა ეს გარყვნილების ბუდე“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები