გოგა ხაინდრავამ პოლიტიკური პარტიების გარკვეულ ჯგუფს „არავისტები“ უწოდა

 „არავისტი“ პოლიტიკური პარტიები, საკუთარი ვიწრო ინტერესების დასაკმაყოფილებლად დასავლეთში სისტემატიურად აგზავნიან გაუთავებელ საჩივრებს”, – ამის შესახებ რეჟისორმა და პოლიტიკოსმა, გოგა ხაინდრავამ „პირველ პრესკლუბში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავამ რიტორიკული შეკითხვა დასვა: „ვინ არის ის 55 პარტია“? და თავადვე უპასუხა: – „რა თქმა უნდა, არავინ“.
„საქართველოში არიან პოლიტიკური პარტიები „არავისტები“. თქვენი აზრით, ვინ არიან დასავლეთში გაგზავნილი გაუთავებელი საჩივრების ხელმომწერები, რომ საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისია? ვინ არის ეს 55 პარტია? ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი ის პარტიებია, რომელებიც არავის ინტერესებს არ წარმოადგენენ, საკუთარი თავის გარდა“, – განაცხადა რეჟისორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები