“მრეწველები” საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ 

„მრეწველები“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ. როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უმრავლესობამ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან, ასავე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ძირითადი შენიშვნები გაითვალისწინა.
მისივე თქმით, მისასალმებელია საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა, რაც პარლამენტში მოხვედრის შანსს მეტ პარტიას მისცემს. ტყემალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია მიწის კანონთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებებიც. ოპოზიციის მხრიდან სესიაზე დაუსწრებლობის საკითხთან დაკავშირებით, ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია ამ საკითხს რეალურად ეწინააღმდეგებოდა, განხილვაში მონაწილეობა უნდა მიეღო და თავისი პოზიცია სესიაზე დაეფიქსირებინა.
პარლამენტი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვას 3 თვის შემდეგ დაუბრუნდება, საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნის. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენებით, 115 ხმით, უკვე მიიღო.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ახალ რედაქციას “ნაციონალურმა მოძრაობამ”, „პატრიოტთა ალიანსმა“, „ევროპულმა საქართველომ“ და არასამთავრობო სექტორმა ბოიკოტი გამოუცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები