ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში საქართველოს საკითხებზე ახალი მომხსენებელი დაინიშნა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოს საკითხებზე ახალი მომხსენებელი, რუმინელი დეპუტატი ტიტუს კორლატეანი დაინიშნა.
„დამტკიცდა ახალი მომხსენებელი რუმინეთიდან, რომელიც ბატონ ბორის სილევიჩს ჩაანაცვლებს და მომავალი 5 წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად იმუშავებს“, – განაცხადა სტრასბურგში მყოფმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.
ტიტუს კორლატეანი თავის ახალ მოვალეობებს კიდევ ერთ თანამომხსენებელთან, შვედ დეპუტატ კერსტინ ლუნდგრენთან ერთად შეასრულებს.