დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანეთის ფინანსთა მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა, იქლილ ჰაკიმიმ, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, ასევე, შეეხნენ ორმხრივი ვაჭრობის, სატრანსპორტო გადაზიდვების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, მინერალური წყლების, ხილის წვენების, ტექსტილის, მედიკამენტების, ფეროშენადნობების და ფერადი ლითონების კონცენტრატების ექსპორტს.
მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთეს სატრანზიტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობაზე, რომლის შემადგენლობაშიც საქართველო და ავღანეთიც იქნებიან. ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმი შეხვედრებს საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთანაც გამართავს, გაეცნობა ქვეყნის აგრო და სამრეწველო სექტორის შესაძლებლობებს. 29 ივნისს, ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმი ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს ეწვევა და მათი საქმიანობას გაეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები