გრიგოლ ლილუაშვილი მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას, შესაძლოა, უმრავლესობის ნაწილმა მხარი დაუჭიროს. საკითხის ინიცირებას ოპოზიცია პლენარულ სესიაზე აპირებს.
როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, გამოსაძიებელია, ვინ მონაწილეობდა პროცესში და საქართველოს სპეცსამსახურების გვერდის ავლით, ვინ მოქმედებდა ჩვენს ტერიტორიაზე.
„საბოლოო ჯამში, თუკი საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილებული არ იქნება, ამას ვერ ავცდებით. კომისიის შექმნის წინააღმდეგი გუნდში არავინ არის, უბრალოდ, საუბარი იყო, რომ გამოძიებისთვის განკუთვნილი დრო რაც იყო, გამოძიებისთვის საშუალება მიგვეცა, რათა ეს საქმე მაქსიმალურად გამოეძიებინათ და საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. არ გამოვრიცხავ, რომ ამას მხარი დავუჭიროთ. გასაგებია, რომ ქართული სპეცსამსახურები ამაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა, გამოსაძიებელია, ვინ მონაწილეობდა და ჩვენი სპეცსამსახურების გვერდის ავლით, ჩვენს ტერიტორიაზე ვინ მოქმედებდა?! ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები