„თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს 1-ელი ივლისიდან კონდიციონერის ჩართვას ავალდებულებს

1 ივლისიდან კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას ავალდებულებს. ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„კომპანიამ ზაფხულის დადგომამდე სამარშუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და ამ დროისათვის, დედაქალაქის მასშტაბით, ყველა მიკროავტობუსში მუშაობს კონდენციონერი, გარდა ამისა, კომპანია ითვალისწინებს მძღოლების ინტერესებსაც და სეზონურად მათ  ყოველდღიურ გადასახდელს შეუმცირებს.
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მიმართავს მგზავრებს და მოუწოდებს, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში, დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტ: 2 200 340.
ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდენციონერების ჩართვას. მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ მიკროავტობუსებს, გაასაჯაროებენ რეაგირების შედეგებს! იმ შემთხვევაში, თუ შემოვა შეტყობინება, რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება, გატარდება შესაბამისი სანქციები, კერძოდ, 1. პირველ შემთხვევაზე მძღოლს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება; 2. მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრანსპორტო საშუალების მართვა; 3. მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მძღოლთან კომპანია წყვეტს ხელშეკრულებას“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები