საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბათუმს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბათუმს ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესს დაესწრება, რომელიც კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში საკონსტიტუციო სასამართლოების როლს შეეხება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი კონგრესზე სიტყვით გამოვა და კონგრესის მონაწილე, 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს მიმართავს.
ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, კონგრესის მონაწილეებისათვის მიღება გაიმართება.
ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების წევრი ქვეყნების გარდა, კონფერენციაში მონაწილეობას ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიოც მიიღებს, რომელსაც 29 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდება და მასთან საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები