იოსებ ოსორაულის საკითხთან დაკავშირებით, ელჩმა კონგოში შეხვედრები გამართა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალი 2017 წლის 26-27 ივნისს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას. როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის იოსებ ოსორაულის ირგვლივ შექმნილი ვითარების განხილვა.

მარივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გამართა შეხვედრები კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან, კონგოს შეიარაღებული ძალების მაღალი დონის წარმომადგენლებთან, კონგოში გაეროს სტაბილიზაციის მისიის (მონუსკოს) და კონგოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელობასთან.

ზემოაღნიშნული შეხვედრებისას, ყველა ხსენებული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ გრძელდება ყველა შესაძლო ძალისხმევა იოსებ ოსორაულთან დაკავშირებული ვითარების გასარკვევად.
პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კონგოში, მათ შორის, ჩრდილოეთ კივუს რეგიონში შექმნილ მძიმე უსაფრთხოების გარემოს, რაც ართულებს ხსენებული უწყებებისა და ორგანიზაციების მხრიდან საჭირო ნაბიჯების გადადგმის პროცესს.

პარტნიორების მხრიდან, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ გაგრძელდება რეგულარული კომუნიკაცია ქართულ მხარესთან და ნებისმიერი სიახლე დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს საელჩოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები