ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ანგარიში წარადგინა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში სამინისტროს მიერ 2017 წლის ექვს თვეში შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.
სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ხელმძღვანელობდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიული ხედვა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.
სტრატეგიული ხედვის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს დარგის ეფექტიანი და სწრაფი განვითარებისთვის.
ანგარიშის წარდგენის დასასრულს, კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხდომის მონაწილეებმა  სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოები დადებითად შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები