„ ევროპარლამენტარებისგან რეაგირებას და ხელისუფლებაზე ზეწოლას ვითხოვთ“

ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები, კონსტიტუციის პროექტში ცვლილებების შეტანის მიზნით ევროპარლამენტარებს საქართველოს სახელისუფლებო გუნდზე ზეწოლას სთხოვენ. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, შესაბამისი წერილი ევროპარლამენტში სამოქალაქო საზოგადოებამ უკვე გააგზავნა.
გამსახურდიას თქმით, კონსტიტუციის პროექტი მხოლოდ სახელისუფლებო გუნდთან არის შეთანხმებული და მასში არც ვენეციის კომისიის, არც ოპოზიციის, არც პრეზიდენტის რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის.
„ კონსტიტუცია შეთანხმებულია მხოლოდ თავის გუნდთან. ვენეციის კომისიის არცერთი რეკომენდაცია გაზიარებული არ არის კონსტიტუციის პროექტში. არ არის გაზიარებული არც არასამთავრობო ორგანიზაციების, არც პარტიების, არც პრეზიდენტის, არც სახალხო დამცველის რეკომენდაციები. მაჟორიტარების საკითხი გადაიტანეს, აქ ისინი ხელმძღვანელობენ გამოთქმით, “მანამდე ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონიო”. ეს გლეხური სიბრძნე აქვთ გაზიარებული. ევროპარლამენტარებისგან ვითხოვთ რეაგირებას და ზეწოლას ხელისუფლებაზე. მოხდეს მათთვის ახსნა იმისა, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიდის იქეთკენ, რომ ზიანი მიადგეს სახელმწიფოს და სიტუაცია აიჭრას. ეს უნდათ გარეშე მტრებს და ამით მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები