მამუკა მდინარაძე: ვერავინ დაგვაბრალებს, რომ პრეზიდენტი არჩევნების თარიღს ხელისუფლების ჭკუაზე ნიშნავს

“ვერავინ დაგვაბრალებს, რომ პრეზიდენტზე ზეგავლენა გვაქვს და ის არჩევნების თარიღს ხელისუფლების ჭკუაზე ნიშნავს”, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ თვითმმართველობის არჩევნების თარიღის დანიშვნას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ნებისმიერი თარიღი მმართველი გუნდისთვის მისაღებია, რადგან მათი გამარჯვება არჩევნებში უალტერნატივოა.
„მაგას მაინც ვერავინ დაგვაბრალებს, რომ პრეზიდენტის ზეგავლენა გვაქვს და არჩევნების თარიღს ხელისუფლების ჭკუაზე ნიშნავს.
მან დანიშნა არჩევნები, როცა დანიშნა და ბუნებრივია, ეს არის მოცემულობა, მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე და ჩვენ დავყვებით ამ მოცემულობას. ნებისმიერი თარიღი ჩვენთვის არის მისაღები, რადგან მიგვაჩნია, რომ ვართ უალტირნატივოები გამარჯვებაში“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების თარიღად ოქტომბერი დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები