“საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოების ინტერესებზეა მორგებული”

ექსპერტი ვატო შაქარიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საზოგადოების დაკვეთაა ასახული და არა რომელიმე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის.
ამის შესახებ შაქარიშვილმა “პირველთან” საუბარში თქვა.
“დამეთანხმებით, რომ კონსტიტუციის ახალ პროეტთან დაკავშირებით უპრეცედენტოდ მაღალი დონის საზოგადოებრივი განხილვები გაიმართა – ფართო საზოგადოების, მაღალი ინდექსის ჩართულობით. ყველაზწე მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საზოგადოების დაკვეთა აისახება და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ორგანიოზაციისა და რომელიმე სუბიექტის. ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა მიწის გასხვისება, ქორწინების დეფინიცია და სხვა მრავალი ცვლილება მოდიოდა თავად საზოგადოებიდან”, – განაცხადა ექსპერტმა.
შაქარიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოზიციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პირველ პირს კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით არაადეკვატური რეაქცია აქვს.
“პრეზიდენტის განცხადებებში საკონსტიტუციო თემასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი არაადეკვატური პოზიციები ფიქსირდება. ეს ყველაფერი, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის გაუგონარია. მისი მოსაზრებები არგუმენტირებულია, უნდა ავღნიშნოთ, რომ მარგველაშივლს ერთადერთი მოკავშირე გაკოტერებული, ძალიან ცუდ მდგომარებაში მყოფი ოპოზიცია ჰყავს, რომელიც ძალიან ვიწრო პარტიული მიზნებისთვის საქმიანობს”, – აღნიშნა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები