ეკა მიშველაძე: უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხის წამოწევას არ გეგმავს

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხის წამოწევას არ გეგმავს.
როგორც ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი წინასწარი დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული.
“უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც განიხილება ორი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. ეს თემა წინასწარ დღის წესრიგში არ არის გათვალისწინებული და თავად მარგველაშვილი ამ თემის წამოწევას არ გეგმავს”, – განაცხადა მიშველაძემ.
ცნობისათვის, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ივლისის მეორე ნახევრისთვის იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები