სასულიერო პირებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულეს – რას აცხადებს მამა კახაბერ გოგოტიშვილი

დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა და არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა ე.წ. მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.
საპატიმროში სასულიერო პირები დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
კითხვაზე, რა საკითხზე შედგა ბრალდებულ დეკანოზთან საუბარი, მამა კახაბერ გოგოტიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:
”ვერ გეტყვით, ეს არის მისი პირადული. პატრიარქისთვის რაღაცის გადაცემა უნდა და მე უნდა გადავცე”, -აღნიშნა მან.
დეკანოზმა კახაბერმა უარყო, რომ ეს გზავნილი პატრიარქთან არის წერილობითი სახის.
”ჩვენ არაფრის გამოტანის და შეტანის უფლება არ გვაქვს მასთან. მან სიტყვიერად დაგვაბარა, ლოცვა-კურთხევა გვთხოვა უწმინდესთან. გადავცეთ, რომ ლოცვა-კურთხევა მისცეს, დალოცოს, რომ გაძლიერდეს”, – განაცხადა მამა კახაბერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები