ანზორ ჩუბინიძე: სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ყველაზე დიდი ხარჯები დაცვის სამსახურის თანაშრომლების გადაადგილებას ემსახურებოდა

“2013 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ყველაზე დიდი ხარჯი დაცვის სამსახურის თანაშრომლების გადაადგილებასა და თვითმფრინავის მომსახურებაზე მიდიოდა”, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ ფარული ხარჯების გამოყოფაზე თემურ ჯანაშიას ადვოკატების პრეტენზიასთან დაკავშირებით განაცხადა.
„2013 წლის თებერვლიდან მე ვხელმძღვანელობ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და ბატონი მიხეილი რამდენიმე თვის განმავლობაში იყო პრეზიდენტი.
რა თქმა უნდა, ხარჯები იყო მაგრამ მე არ მახსოვს, იმ ხარჯებში რა კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. თუ რამე იყო, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა თქვან. მე ვერ ვაგებ პასუხს იმაზე, რატომ გაიჟღერა ჩემმა გვარმა. სავარაუდოდ, აპელირებენ, რომ მსგავს ხარჯებზეა საუბარი. მე შემიძლია პასუხი ვაგო იმ ხარჯებზე, რაც ჩემს პერიოდში იყო. ყველაზე დიდი ხარჯები ემსახურებოდა დაცვის სამსახურის თანაშრომლების გადაადგილებასა და თვითმფრინავის მომსახურებას“, – განაცხადა ჩუბინიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები