გია ვოლსკი პრეზიდენტზე: ახლა რა, მთავარსარდალია და ჯარს მიუძღვება დროშით წინ?!

“პრეზიდენტი განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში არის ქვეყნის სიმბოლური პრეზიდენტი და მთავარსარდალი”, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო ცვლილებებს თაობაზე პრეზიდენტის პოზიციის საპასუხოდ განაცხადა.
გია ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით, საკითხის დრამატიზება ხდება და ადგილი აქვს აბსურდული შინაარსის განცხადებებს.
“გავიგეთ, რომ აქვს გარკვეული პოლიტიკური პოზიცია და პლატფორმა. რას ნიშნავს მარგველაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება ეს ცვლილებები? 2024 წელს რას ვერჩით მარგველაშვილს? მთავარსარდალი არ ეყოლება ქვეყანასო, ეს არის აბსურდი. ახლა რა, მთავარსარდალია და ჯარს მიუძღვება დროშით წინ?! პრეზიდენტი, განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში არის ქვეყნის სიმბოლური პრეზიდენტი და მთავარსარდალი. პრეზიდენტს უნდა ჰყავდეს მრჩეველთა საბჭო, პრეზიდენტი ჩართული უნდა იყოს ეროვნებათაშორის ურთიერთობებში, ფორუმებზე წარმოადგენს საქართველოს და კი ბატონო, ექნება სიმბოლური, მაგრამ საგანგებო მნიშვნელობის საკითხები. არ არის საჭირო ამის დრამატიზება მარგველაშვილის მიერ. რას მიედ-მოედება, აბსოლუტურად გაურკვეველია. თუმცა, თავისი ინტელექტუალური მონაცემებით, გავლენას ახდენს ალბათ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები