დავით ნარმანია სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” საგზაო უსაფრთხოების თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საგზაო უსაფრთხოების თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო.
კონფერენცია ორგანიზაციების – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში, „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციამ“ წარადგინა პრეზენტაცია, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება, მილიონ ერთეულზე მეტი ავტომობილისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეფექტიანად განხორციელებისათვის.
ასევე, წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები, რომელმაც გამოავლინა სხვადასხვა ქალაქში საზოგადოების დამოკიდებულება, მომავალ წელს ავტომობილების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირების დაწყებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები