„პრეზიდენტს არ აწყობს ის, რომ ამ კონსტიტუციაში მისი უფლებამოსილებები რეალურად აისახება“

“პრეზიდენტს არ აწყობს ის, რომ ამ კონსტიტუციაში მისი უფლებამოსილებები რეალურად აისახება, ამიტომ მისი პოზიცია გასაგებია”, -ამის შესახებ ექსპერტმა, ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება კონსტიტუციის ახალი მოდელის სხვა კრიტიკოსებს, ლალიაშვილის შეფასებით, ეს არის პოლიტიკური სპექტრის, გაკოტრებული პოლიტიკოსების ძალიან მცირე ნაწილი.

„პრეზიდენტს არ აწყობს ის, რომ ამ კონსტიტუციაში მისი უფლებამოსილებები რეალურად აისახება. ამიტომ მისი პოზიცია გასაგებია. რაც შეეხება დანარჩენებს, ეს არის პოლიტიკური სპექტრის გაკოტრებული პოლიტიკოსების ძალიან მცირე ნაწილი, რომლებიც, როგორც გითხარით, ცდილობენ, როგორმე ეს საჭადრაკო პარტია აიყაროს, რადგან მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა დალაგდება. ვითარება ისეთია, რომ ახლანდელზე ცუდი განლაგება მათთვის მაინც არ იქნება. ერთკაციანი პარტიები, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან. საოცარ რაღაცებს ვხედავთ – ისეთი პოლიტიკური ძალები ერთიანდებიან, რომელთა ერთად ყოფნაც, წესით, შეუძლებელი უნდა იყოს იდეოლოგიურად. აქ პარტიულ იდეოლოგიაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. მათში, როგორც ჩანს, თვითგადარჩენის ინსტინქტი ამუშავდა, ამიტომ ყველაფერი შეიძლება ვნახოთ. და ბოლოს, ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, რომლებიც ასევე დაინტერესებულნი არიან” -, განაცხადა ექსპერტმა ნიკა ლალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები