ექსპერტის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს კონკრეტული ინტერესების მქონე ადამიანები ებრძვიან

ქსპერტ ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები არის კარგი დოკუმენტი და მას ებრძვის ის, ვისაც აქვს ძალიან კონკრეტული პირადი ინტერესები.
“ახალი კონსტიტუცია სხვა მხრივ არის მნიშვნელოვანი – ის არის რევოლუციური იმ თვალსაზრისით, რომ მასში დაფიქსირდა ისეთი რამ, რაც ჩვენი მომავლისთვის და წარსულისთვის, ქართველი ხალხისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მაჟორიტარული სისტემა ხვალ შეიცვლება თუ ზეგ, ის შეიცვლება და შინაგანად, სიმართლე გითხრათ, მეც ვფიქრობ, რომ ქართული დემოკრატიისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა უკეთესია. მაგრამ სწორედ ესაა კონსენსუსი, რომ გადაწყვეტილება სისტემის შეცვლაზე მიღებულია და ჩანაწერიც გაკეთდა. ამ ეტაპზე მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები იდეალურად ასახავს არსებულ რეალობას და მე ვერაფერს ვერ ვხედავ ცუდს იმაში, რომ ეს არ არის საყოველთაო 100%-იანი კონსენსუსის დოკუმენტი, რადგან ასეთი დოკუმენტები, უბრალოდ, არ არსებობს”,- აცხადებს ექსპერტი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები