ექსპერტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს

ექსპერტი ნიკა ლალიაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ხალხის არჩევანია.
“რატომ ვართ დაკომპლექსებული ამ კონსენსუსით? უმრავლესობამ ავირჩიეთ ეს ხელისუფლება? ავირჩიეთ. ესე იგი ეს ხალხი უმრავლესობის აზრს ატარებს, ხომ? მეტი რა გამოკვლევა, გამოკითხვა, პლებისციტი და რეფერენდუმი სჭირდება ამას. იქნება შემდეგი არჩევნები და შედეგსაც ვნახავთ. თუ ხალხი არ ეთანხმება ამ ცვლილებებს, არ მისცემს ხმას ამ უმრავლესობას. ვიმეორებ, ეს არის კარგი დოკუმენტი, მართლა კარგი დოკუმენტი და მას ებრძვის ის, ვისაც აქვს ძალიან კონკრეტული პირადი ინტერესები”,- განაცხადა ლალიაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები