ირაკლი შოთაძე: ირაკლი მამალაძემ საქართველოს დატოვების შესახებ, პროკურატურას აცნობა

“მოწმე ირაკლი მამალაძემ საქართველოს გარკვეული პერიოდით დატოვების შესახებ პროკურატურას აცნობა”, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმის მოწმის, ირაკლი მამალაძის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
შოთაძე აცხადებს, რომ მთავარი მოწმის მხრიდან ქვეყნის დატოვების მოტივი “მისი პირადი საქმეა”.
„ჟურნალისტების წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გამოძიება. ეს ფაქტების დამახინჯებაა. ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, სადაც დავაფიქსირეთ, რა ფაქტზე დავიწყეთ გამოძიება“, – განაცხადა შოთაძემ.
მისვე თქმით, ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება კანონის მკაცრი დაცვით არის ჩატარებული.
„სპეკულირება, რომ რაღაც საპროცესო ნორმების დარღვევით არის ჩატარებული, სიცრუეა“, – აღნიშნა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები