გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს დღეს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს, ადვოკატთან ერთად, დღეს 15:00 საათზე შეხვდება. ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი იქცეოდა ისე, როგორც ნამდვილ პრეზიდენტს შეეფერება და ის ერთადერთი იყო ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, ვინც მომხდარს გატაცება უწოდა.
“შესაძლოა, საქართველოს პოლიტიკური სისტემა განსხვავდება აზრბაიჯანულისგან, შესაძლოა, აქ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი იქცეოდა ისე, როგორც ნამდვილ პრეზიდენტს შეეფერება. ის ერთადერთი იყო ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, ვინც მომხდარს გატაცება უწოდა. შეხვედრაზე ვისაუბრებთ აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს როლის შესახებ, ასევე, გამოძიების მიმდინარეობაზე, რადგან ვთვლით, რომ ის არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ ყველა ამ საკითხზე ვისაუბრებთ. შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს რაიმე სახის შემოთავაზება ჰქონდეს”, – აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები