არჩილ თალაკვაძე “რუსთავი 2“-ში გასულ სიუჟეტს ქვეყნისადმი არაკეთილგანწყობილ პროპაგანდას უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე “რუსთავი 2”-ში გასულ სიუჟეტს, რომელშიც პენტაგონიდან მოწოდებულ დოკუმენტზე და საქართველოდან საბრძოლო მასალის აშშ-სთვის მიყიდვის შესახებაა საუბარი, სიცრუეს უწოდებს.
“ეს ცნობა არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენი ქვეყნისადმი არაკეთილგანწყობილი პროპაგანდის ნაწილია. მსგავსი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის 25 წლიანი ისტორია ხელის გულზე დევს: აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამერიკელ ხალხს და ამერიკის მთავრობას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, მათ შორის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში, საქართველოს ნატო-ს თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოების საქმეში. სამწუხაროა, რომ არხი, რომელიც პროდასავლურად მიიჩნევს თავს, ასეთ უსაფუძვლო და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების საწინააღმდეგო პროპაგანდას უკეთებს ტირაჟირებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები