პარტია “სოციალ-დემოკრატები” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარტია “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, რადგან ის წინა რედაქციასთან შედარებით გაუმჯობესებულია.
“საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ უდავოა – კონსტიტუცია წინა რედაქციასთან შედარებით გაუმჯობესდა ბევრი სხვა თვალსაზრისით: მმართველობის სისტემის გაუმჯობესება, სასამართლოს, მიწის ფლობის, ადამიანის უფლებათა საკითხებზე ახალი ჩანაწერები, წარმოდგენილი ჩვენი პარტიის თუ სხვათა მიერ, კონსტიტუციას ბევრად დაახლოებულს ხდის საზოგადოებისა და ხალხის ინტერესებთან”,- აცხადებენ პარტიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები