„ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებამ მარტოს მოუწია“

“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე, საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსის საჭიროებაზე საუბრობს, თუმცა როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ტრაგედიას ვერც იმაში ხედავს, რომ მმართველ ძალას, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებამ მარტოს მოუწია.
„გულდასაწყვეტია ის, რომ ვენეციის კომისიის უმთავრესი რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ფართო კონსენსუსის საფუძველზე მომხდარიყო საარჩევნო სისტემის ცვლილება, ვერ მოხდა. არ ყოფილა კონსენსუსი პრეზიდენტის არჩევის წესთან მიმართებაშიც, მაგრამ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტოს მოუწია საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებამ, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ პოლიტიკურ ძალას აქვს საშუალება, დამოუკიდებლად შეცვალოს კონსტიტუცია. ეს არის ამომრჩევლის არჩევანი. სხვა საკითხია, როგორ საარჩევნო სისტემას მივიღებდით, რომ ყოფილიყო კონსენსუსი“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები