არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებმა 6 პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა მიიღო

დეპუტატ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებმა 6 პოლიტიკური ჯგუფის და 115 დეპუტატს მხარდაჭერა მიიღო. ამის შესახებ თალაკვაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
“ჩვენ მივიღეთ 115 დეპუტატის და 6 პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა. თუ ვინმეს სურს, რომ ეს წარმოადგინოს ერთ პოლიტიკურ პარტიად და ეს არის საპარლამენტო ოპოზიციის მიზანი, ეს არის მისი არჩევანი. ეს 115 დეპუტატი არის ხალხის მიერ არჩეული. იმ 6 პარტიას აქვს თავისი იდეოლოგიური პლატფორმები და ჰყავთ თავისი სტაბილური მხარდამჭერები”, – განაცხადა თალაკვაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები