უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, პრეზიდენტი დესტრუქციულ ლიდერად იქცა

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი, ოპოზიციურად განწყობილ სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, დესტრუქციულ ლიდერად იქცა.
“პრეზიდენტი რატომ იყო პირველი ადამიანი, ვინც გამოეთიშა ამ სამუშაო პროცესს?! რატომ თქვა უარი სამუშაო პროცესში ჩართულობაზე?! და მეორე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ მას შესთავაზა კონსტიტუციაზე საზოგადოებასთან პირისპირ საუბარი პირდაპირი ეთერით, იმ არგუმენტებზე, რომელიც მას აქვს – მან ასევე განაცხადა უარი და სასახლეში შეკრება შეუნაცვლა ამ ყველაფერს. ფაქტია, რომ პრეზიდენტიც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იქნა დესტრუქციულ ლიდერად ამ პროცესის მიმართ. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ საკონსტიტუციო რეფორმას”, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტის შესახებ საერთო სახალხო განხილვა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. საქართველოს კონსტიტუციაში გარკვეული შენიშვნები ვენეციის კომისიამ შეიტანა და რეკომენდაციები მმართველ გუნდს გააცნო. მმართველი გუნდი ამ დრომდე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში არსებული შენიშვნების უმეტეს ნაწილს გაითვალისწინებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები