რამაზ საყვარელიძე: ზაალ უდუმაშვილი არ არის ის ფიგურა, რომ თბილისის სამეურნეო პრობლემის გადაწყვეტა მოახერხოს

„ზაალ უდუმაშვილი არ არის ის ფიგურა, რომ თბილისის წინაშე არსებული ძალიან ბევრი სამეურნეო პრობლემის გადაწყვეტა მოახერხოს“, – ასე აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის შანსებს.
რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ზაალ უდუმაშვილის შანსები არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ზოგადად, ”ნაციონალურ მოძრაობას” აქვს.
”ზაალ უდუმაშვილის შანსები არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ზოგადად, ”ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, შეიძლება, უფრო ნაკლებიც იყოს, რადგან არ არის ის ფიგურა, რომელიც, პროფესიიდან გამომდინარე, შეიძლება ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ თბილისის წინაშე არსებული ძალიან ბევრი სამეურნეო პრობლემის გადაწყვეტას მოახერხებს. მე ძალიან მეეჭვება მეორე ტურში უდუმაშვილი ვიხილოთ, რადგან თუ მეორე ტურზე იქნება ლაპარაკი, უფრო მეტად ველოდები ელისაშვილის გადასვლას, თუკი მისი ფიგურა წამოიჭრა. კალაძეს რაც შეეხება, მას საკმაოდ დიდი სამეურნეო გამოცდილება აქვს, მისი პარტიაც უჭერს მხარს და პოლიტიკური თუ სხვა ტიპის დიალოგებში მსჯელობის უნარი აქვს”, – განაცხადა საყვარელიძემ.
ცნობისათვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ნიკა მელია დღეს ოფიციალურად წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები