გია ვოლსკი ნიკა მელიას კანდიდატობაზე: არა მგონია, უმრავლესობა მოიპოვონ

“არა მგონია, რომ ჰქონდეთ რეალური რესურსი იმისათვის, რათა უმრავლესობა მოიპოვონ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკა მელიას დასახელებას.
„მე არა მგონია, რომ ჰქონდეთ რეალური რესურსი იმისათვის, რათა უმრავლესობა მოიპოვონ, თუმცა ვნახოთ, არ მინდა, რომ ეს წინასაარჩევნო ხმამაღალ განცხადებას დაემსგავსოს. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი გაკეთდა და საგანგებოდ ბევრი შეიძლება გაკეთდეს ჩვენი დედაქალაქისთვის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ნიკა მელია ოფიციალურად წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები