ალექსანდრე ჯეჯელავა: ქართველი ხალხი არ დაუშვებს “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებას

“ქართველი ხალხი არ დაუშვებს “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებას”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილის დასახელებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს კარგად ახსოვს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყველა სახე.
“მგონია, რომ ქართველ ხალხს ძალიან კარგად ახსოვს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობაც და ყველა სახე მათი ხელისუფლების. მგონია, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამ ადამიანების დაბრუნებას დედაქალაქის მენეჯმენტში”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” მეტეხის ტაძრის ეზოში დღეს ზაალ უდუმაშვილი პარტიის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები