სასჯელაღსრულების სამინისტრო: ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უარყოფს ადვოკატ გოგა ონიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუსაძლის პირობებში იმყოფება.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული ი. ჩ. მე- 6 დღეა შიმშილობს და ის,როგორც მოშიმშილე პატიმარი, საკანში მარტო იმყოფება.
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატის, გოგი ონიანის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ ბრალდებული ი. ჩ. მე- 6 დღეა შიმშილობს და ის,როგორც მოშიმშილე პატიმარი, საკანში მარტო იმყოფება. ამასთან, ი. ჩ. -ს საკანი, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ არის. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ ბრალდებულ ი.ჩ.-ს მიმართ დაცულია ყველა ის ნორმა, რაც მოქმედებს მსჯავრდებულის შიმშილობის პერიოდში. კერძოდ, ბრალდებული იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები