დავით მათიკაშვილი: ნიკა მელიას არყოფნით პარლამენტი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას არყოფნით პარლამენტი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს. მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატი უახლოეს მომავალში დასახელდება.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მოწინააღმდეგე ვინ იქნება, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ამას აქვს, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, არჩევნებში ჩვენი პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებს და თბილისს კიდევ ერთი ძალიან კარგი მერი ეყოლება.
კანდიდატები სხვა პარტიებიდანაც დასახელდებიან და სამართლიან ბრძოლაში “ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებს. რაც შეეხება მელიას, რომ გითხრათ, მისი არყოფნით პარლამენტი ფუნქციონირებას შეწყვეტს, ასე არ არის. მელიას წარმატებას ვერ ვუსურვებ, რადგან წარმატება ჩვენი პარტიის კანდიდატს მინდა ვუსურვო. საზოგადოება სწორ არჩევანს ამ შემთხვევაშიც გააკეთებს. “ქართული ოცნების” კანდიდატი ისეთი იქნება, რომელიც საზოგადოების მაქსიმალურ მხარდაჭერას მოიპოვებს”, – დასძინა მათიკაშვილმა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ საქართველოს პარლამენტი დატოვა. ის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები