საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით „სოციალ-დემოკრატებმაც“ დაუჭირეს მხარი

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით “სოციალ-დემოკრატებმაც” დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
“საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, მათ შორის იყო ჩვენი პარტიის სამი წარმომადგენელი. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ 94-ე მუხლის დატოვება არის სააკაშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ეკონომიკური და მმართველობითი პოლიტიკის ინერცია. დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური მეთოდებით გავაგრძელებთ ბრძოლას მის შესაცვლელად”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები