სოფო კილაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს

“ნაციონალურ მოძრაობას” ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი ნამდვილად არ აქვს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განუცხადა.
სოფო კილაძე ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი კახი კალაძე უალტერნატივოა.
“რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ წარადგინონ შესაბამის თანამდებობებზე, მაგრამ, ჩემი აზრით, შანსი არა აქვთ”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი ოფიციალურად წარადგინა. ნიკა მელია კი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები