ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტის მანდატს ტოვებს. როგორც მელიამ მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის წარდგენისას, მეტეხის ტაძრის ეზოში განცხადა, ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.
„სიმბოლურად შევიკრიბეთ აქ, რადგან გამოვაცხადოთ გადაწყვეტილება ბრძოლაში შესვლის შესახებ, რომ გადარჩეს დედაქალაქი. ერთად დავიწყოთ მოძრაობა ნეპოტიზმისა და კორუფციის დასამარცხებლად. 5 წელია, ხელისუფლება თესავს სიძულვილს, ჩვენ გვინდა, თბილისი დაპირიპირებისა და სიძულვილის გარეშე.
ხელისუფლება ამკვიდრებს გათიშულობას, ცინიზმს უიმედობას. ჩვენ ახალი შემართებით, კიდევ უფრო მეტი მოტივაციით ვაცხადებთ გარდამტეხ ბრძოლას. ბრძოლა დაიწყება თბილისიდან. ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ, თქვენი მხარდაჭერით და თქვენთვის.
დღეს თქვენ წინაშე ვაცხადებ ჩემი და ჩემი მეგობრების პოლიტიკური გაერთიანების გადაწყვეტილებას, რომ კენჭი ვიყარო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე “, – განაცხადა მელიამ. 
პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბადრი ბასიშვილი იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები