გიორგი მარგველაშვილი ქართველ მეზღვაურებს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ მეზღვაურებს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.
“ქართველ მეზღვაურებს, საქართველოს სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტებსა და პედაგოგებს, ყველას ვინც დღეს შორეულ ნაოსნობაშია, ან სამშობლოში ეუფლება ამ უმნიშვნელოვანეს პროფესიას, ან მომავალ თაობებს გადასცემს გამოცდილებას, ვისი პროფესიული საქმიანობაც დაკავშირებულია ზღვაოსნობასთან, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს – მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს”, – ნათქვამია მილოცვაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები