პარლამენტის თავმჯდომარე ქართველ მუსლიმებს რამადან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქართველ მუსლიმებს რამადან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
“ჩვენს მუსლიმ თანამოძმეებს ვულოცავ რამადან-ბაირამის დღესასწაულს! მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.
საუკუნეებია, ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და ვშრომობთ ჩვენი საერთო სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის, ვიზიარებთ ერთმანეთის სიხარულსა და მწუხარებას. ამ დღესასწაულს თქვენთან ერთად, მთელი საქართველოც ზეიმობს!” – ნათქვამია მილოცვის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები