ჩეჩნეთში საქართველოს მოქალაქე გაასამართლეს, რომელიც სირიაში ტერორისტების მხარეს იბრძოდა

ჩეჩნეთში გაასამართლეს საქართველოს მოქალაქე ბესლან გაურგაშვილი, რომელიც სირიაში ტერორისტების მხარეს იბრძოდა. ამის შესახებ გამოცემა „ვესტნიკ კავკაზა“ იუწყება. გამოძიების ინფორმაციით, გაურგაშვილი სირიაში უკანონო ფორმირებების შემადგენლობაში 2013 წელს იბრძოდა. 2014 წელს ის ქალაქ გროზნოში ჩავიდა, სადაც იმავე წელს დააკავეს. გაურგაშვილს სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები