ილია მეორე: მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლოს

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
“დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ ღირსი იოანე მთაწმინდელის დღეს და მისი ღვაწლით, მისი ვედრებით, ღმერთმა დალოცოს და გაათავისუფლოს ხილული და უხილავი მტრებისაგან საქართველო და საქართველოს ეკლესია”, – აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, „სოლიდარობის ფონდს“ მადლობა გადაუხადა. „მიუხედავად იმისა, რომ მრავალი განსაცდელი ხდება ჩვენს წინაშე, ბევრი სასიკეთო რამ კეთდება, განსაკუთრებით ონკოლოგიური ავადმყოფობით დამძიმებული ბავშვებისთვის“,-აღნიშნა ილია მეორემ. მან „სოლიდარობის ფონდს“ მადლობა გადაუხადა. “მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთაც დააარსეს ეს ფონდი, შრომობენ და ზრუნავენ ჩვენი ბავშვებისთვის”, – აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები