საქართველოს პრეზიდენტი ქართველ მუსლიმებს რამადან–ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრზედენტი, გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამს ულოცავს.
“გულითადად გილოცავთ რამადანის ერთთვიანი მარხვის საზეიმო დასრულებას – სულიერი განწმენდისა და სიკეთის გამარჯვების უდიდეს დღესასწაულს, რომელსაც ყველა თქვენგანი განსაკუთრებით აღნიშნავს.
მუსლიმ თემს, ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, ყოველდღიური გარჯითა და ქვეყნისადმი ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს საქართველოს აღმშენებლობაში. ამიტომ თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენგანის სიხარულია.
ბედნიერებას, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – ნათქვამია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები