გიორგი კვირიკაშვილი: ენერგოსფეროში თითოეული ახალი მეგავატი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის

„ენერგეტიკულ სფეროში განხორციელებული თითოეული პროექტი, თითოეული ახალი მეგავატი, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში, ენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის – შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა, რომელიც საქართველოში განხორციელდა.
„მინდა ხაზი გავუსვა იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეიტანეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა. ენერგეტიკულ სფეროში განხორციელებული თითოეული პროექტი, თითოეული ახალი მეგავატი, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები მოკლე პერიოდში ჩავანაცვლოთ ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული ელექტროენერგიით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში, ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის – შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები