აკაკი ზოიძე: ნარკოტოკების მომხმარებელი არ არის კრიმინალი

”ნარკოტოკების მომხმარებელი არ არის კრიმინალი. მისი ციხეში გამომწყვდევა არ არის საშუალება, არც პრევენციის და არც მკურნალობის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
​აკაკი ზოიძის განმარტებით, პარლამენტში ინიცირებული პროექტი ნაბიჯია ნარკოპოლიტიკის გაადამიანურებისკენ.
”ნარკოტოკების მომხმარებელი არ არის კრიმინალი. მისი ციხეში გამომწყვდევა არ არის საშუალება, არც პრევენციის და არც მკურნალობის. ამაზე მთელი მსოფლიო შეთანხმდა, მთელი 40 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე. ციხე არ არის მკურნალობის და პრევენციის უნიკალური საშუალება. ციხის მაგივრად, უნდა იყოს ზრუნვა, მკურნალობა და გამოსავლის შეთავაზება. ქვაკუთხედი კი უნდა იყოს პრევენცია – ცხოვრების ჯანსაღი წესი და სპორტი”, – განაცხადა ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პროექტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება. პროექტი ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების – მცენარე კანაფის დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობაში, ხოლო მარიხუანას დიდ ოდენობაში ცვლილების შეტანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები